Refund Policy
1 ზოგადი წესი
ვინაიდან Codegrande.com ყიდის ციფრულ პროდუქტებს (პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიები, სასაჩუქრე/საფულე ბარათები, თამაშების კოდები), რომლებიც შეძენისთანავე იგზავნება ელ. ფოსტაზე და მათი გამოყენება მომენტალურადაა შესაძლებელი, პროდუქტის "უკან დაბრუნება" ფიზიკურად შეუძლებელია. შესაბამისად, როგორც წესი, ყველა გაყიდვა საბოლოოა და გაყიდული კოდების სანაცვლოდ თანხა არ ბრუნდება.
2 გამონაკლისი შემთხვევები
თანხის დაბრუნება ან კოდის ჩანაცვლება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგ იშვიათ შემთხვევებში:
- არასამუშაო კოდი: თუ მოწოდებული კოდი დაზიანებულია ან არასამუშაო მდგომარეობაშია ჩვენი ბრალეულობით (რაც აუცილებლად უნდა დადასტურდეს ჩვენი გუნდის მიერ შესაბამის პლატფორმასთან გადამოწმებით).
- მიწოდების შეცდომა: თუ თანხა ჩამოგეჭრათ (Stripe, PayPal ან Keepz სისტემით), მაგრამ სისტემური ხარვეზის გამო კოდი არ გამოგზავნილა თქვენს ელ. ფოსტაზე და ჩვენ ვერ ვახერხებთ მის ხელით მოწოდებას.
3 რა შემთხვევაში არ ბრუნდება თანხა
- შეკვეთისას მიუთითეთ არასწორი ელ. ფოსტა და კოდი გაიგზავნა სხვასთან.
- შეიძინეთ არასწორი პროდუქტი ან რეგიონი (მაგ: აშშ-ის სასაჩუქრე ბარათი ევროპული ანგარიშისთვის).
- გადაიფიქრეთ პროდუქტის გამოყენება კოდის მიღების შემდეგ.
4 მოთხოვნის პროცესი და ვადები
პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით საიტზე განთავსებული Crisp ჩატის მეშვეობით შეკვეთიდან მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში. გთხოვთ, მოგვაწოდოთ შეკვეთის ნომერი და ეკრანის ანაბეჭდი (Screenshot), სადაც ჩანს პრობლემა. დამტკიცების შემთხვევაში, თანხა დაგიბრუნდებათ იმავე საგადამხდელო მეთოდზე (ბარათი, PayPal), რითაც განახორციელეთ გადახდა. თანხის ასახვას შესაძლოა დასჭირდეს 3-5 სამუშაო დღე თქვენი ბანკის პოლიტიკიდან გამომდინარე.